იდეოლოგია

იდეოლოგია
• ნებისმიერ შემთხვევაში არის რაციონალურად განსაზღვრული პრინციპთა სისტემა. რომელშიც ერთიან სისტემაშია მოყვანილი გარკვეული წარმოდგენები რეალობაზე, ზოგადი ღირებულებითი ორიენტაციები და პრაქტიკული მოქმედების პრინციპები. ამ მიზნით იგი ჰგავს რელიგიას, უფრო სწორად, იდეოლოგია (ისტორიულად) სხვა არაფერია, თუ არა რელიგიის სტერეოტიპი. შემთხვევითი არაა, იდეოლოგიის თვით ცნება საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ პერიოდში შეიქმნა: რაკი საფრანგეთის რევოლუციამ ეკლესია სახელმწიფოსაგან გამოყო და უარყო პოლიტიკურ რელიგიურ იდეებზე დამყარების ტრადიცია, საჭირო გახდა რელიგია შეცვლილიყო რაღაც სხვა მიძღვრებით. რომელიც იმავე ფუნქციას შეასრულებდა, ოღონდ, ახალი დროების შესაფერისად. რაციონალობაზე, მეცნიერებაზე იქნებოდა ორიენტირებული (სიტყვის მეორი ნაწილი - „ლოგია“ - სწორედ ამას მიანიშნებს). შემდგომში სიტყვა „იდეოლოგია“ სხვადასხვა აზრით იხმარებოდა, მაგრამ უპირატესად იგი მაინც სხვადსხვა პოლიტიკური პროგრამის ფილოსოფიური წინამძღვრების ერთობლიობას აღნიშნავს, ანუ მასში ძირითადად იგულისხმება სამი ელემენტი: გარკვეული ზოგადი წარმოდგენა სამყაროზე, რეალობაზე (არსებითად, ცხადია, სოციალურ რეალობაზე - ადამიანთა საზოგადოებაზე); ღირებულებით წარმოდგენათა ერთობლიობა, ე.ი. შეხედულებები იმაზე, თუ რა ღირებულებებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა სოციალური სისტემის აგებისას (პიროვნების თავისუფლება, თანასწორობა, ტრადიციების დაცვა, და ა.შ.); და ბოლოს, პრაქტიკული მოქმედების პრინციპი, რასაც უშუალოდ ემყარება პოლიტიკური პროგრამები (ე.ი. წარმოდგენები იმაზე, თუ როგორ უნდა განხორციელდეს უპირატესად მიჩნეული ღირებულებები სოციალურ რეალობაში). იდეალურ შემთხვევაში პოლიტიკური პარტია სხვა არა უნდა იყოს რა, თუ არა გარკვეული იდეოლოგიით გაერთიანებულ ადამიანთა ერთობლიობა. თუ - როგორც ზოგიერთი ფიქრობს - იდეოლოგიის ცნება მოძველდა და დღეს „დეიდეოლოგიზაციის“ ეპოქაში ვცხოვრობთ, მაშინ პოლიტიკური პარტიების საჭიროებაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, მაგრამ, ჩემი აზრით, „დეიდეოლოგიაზაციის“ თეორია (რომელიც დასავლეთში რამდენიმე ათეული წლის წინ იყო მოდაში) ტექნოკრაქტიული უტოპიაა, ხოლო სინამდვილეში დასავლეთის პოლიტიკური აზროვნება დღესაც საკმაოდ იდეოლოგიზებულია.
Source: სამოქალაქო საზოგადოება : ფონდ ევრაზიის გრანტის C97-0124 საფუძველზე / [რედ.: ლევან ბერძენიშვილი და გიგა ბოკერია] ; სამოქალაქო განვითარების საერთაშ. ცენტრი - თბ., 1998
• იმ იდეებისა და შეხედულებების სისტემაა, რომლითაც განისაზღვრება ინდივიდების, სოციალური ჯგუფების, ხალხთა დამოკიდებულება სინამდვილისა და ერთმანეთისადმი. იდეოლოგია სჭირდება ადამიანებს, რათა გაერკვნენ და თავი გაართვან არეულ დროებასა და დამაბნეველ ვითარებებს. იდეოლოგია თავისი მიმდევრებისათვის ამას ახერხებს ოთხი მნიშვნელოვანი და, შესაძლოა, აუცილებელი ფუნქციის შესრულებით. იგი ეხმარება ადამიანებს, ახსნან პოლიტიკური ფენომენი, რომელიც სხვაგვარად იდუმალი და თავსატეხი რჩება. რატომ ხდება ომები ან ვრცელდება მითქმა-მოთქმა ომზე? რატომ არის კონფლიქტი ერებს, კლასებს და რასებს შორის? რა იწვევს გულგატეხილობას, იმედგაცრუებას? პასუხი ამ და სხვა მრავალ კითხვაზე გარკვეულწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი იდეოლოგიის მიმდევარია ადამიანი. იდეოლოგია თავის მიმდევრებს უზრუნველყოფს შეფასების კრიტერიუმებითა და სტანდარტებით იმის გადასაწყვეტად, თუ რა არის სწორი ან მცდარი, კარგი ან ცუდი. კარგია თუ ცუდი კლასებს შორის განსხვავება და უთანასწორობა? შესაძლებელია თუ არა რასებს შორის ჰარმონია, და თუ შესაძლებელია, სასურველია თუ არა? დასაშვებია თუ არა ცენზურა, და თუ დასაშვებია, რა პირობებში? პასუხი ამ კითხვებზე კვლავ დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელი იდეოლოგიის მიმდევარია ადამიანი. იდეოლოგია მიმართულია იმისაკენ, რომ განუმარტოს, შეაგნებინოს თავის მიმდევრებს, ვინ არიან ისინი და რომელ სოციალურ და კულტურულ ჯგუფებს მიეკუთვნებიან, რის საშუალებით უნდა განსაზღვრონ და დაადასტურონ თავიანთი ინდივიდუალური და კოლექტიური იდენტურობა. ნაცისტი, მაგალითად, საკუთარ თავზე იფიქრებს, როგორც უმაღლესი ერის ან რასის წარმომადგენელზე; კომუნისტი თავს წარმოიდგენს მუშათა კლასის დამცველად, კაპიტალიზმის ზეწოლისა და ექსპლუატაციის წინააღმდეგ მებრძოლად. იდეოლოგია თავის მიმდევრებს აწვდის საწყის, ელემენტარულ პოლიტიკურ პროგრამას. ეს პროგრამა უზრუნველყოფს პასუხს კითხვაზე - რა უნდა გაკეთდეს? და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია — ვინ უნდა გააკეთოს? მოკლედ, იდეოლოგია არის ორიენტირი და კომპასი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ტყეში.
Source: დემოკრატიაზე გარდამავალი პერიოდი და აქტიური მოქალაქეობა : სატრენინგო მასალები / შემდგ.: მალხაზ ბეგიაშვილი, დავით ბოსტოღანაშვილი, დიანა ლეჟავა და სხვ. - თბ., 2007

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Нужно сделать НИР?

Полезное


Смотреть что такое "იდეოლოგია" в других словарях:

  • ვაჰაბიზმი — სუნიტური ისლამის ერთ ერთი მიმდინარეობას, ახლოს მდგომ სკოლის იდეებთან, რომელსაც ჩვენი საზოგადოება იცნობს ვაჰაბიზმის სახელწოდებით, XVIII საუკუნის შუა პერიოდში დღევანდელი საუდის არაბეთის ტერიტორიაზე მოღვაწე თეოლოგმა მუჰამედ იბნ აბდ ალ ვაჰაბმა დაუდო… …   Georgian encyclopedia

  • ლიბერალიზმი — • (ლათ. liber თავისუფალი) ფილოსოფიური, ეკონომიკური და პოლიტიკური სწავლებაა, რომელიც გამომდინარეობს ადამიანის თავისუფლებიდან, განკარგოს საკუთარი თავი და საკუთრება. ლიბერალიზმის იდეალია საზოგადოება, სადაც ყველას აქვს მოქმედების თავისუფლება, სადაც… …   Georgian encyclopedia

  • ნეოლიბერალიზმი — • ჩამოყალიბდა ეკონომიკური ლიბერალიზმის ფარგლებში. მას ხშირად განიხილავენ, როგორც ეკონომიკურ თეორიას. ნეოლიბერალების მიზანია არ დაუშვან სახელმწიფოს ჩარევა ქვეყნის ეკონომიკაში და თავისუფალი ბაზრის ფუნქციონირებაში. სახელმწიფოს პრეროგატივად რჩება… …   Georgian encyclopedia

  • ლიბერალური იმპერიის დოქტრინა — რუსეთის ექსპანსიონისტური ზრახვების ლიბერალური ფასეულობების საბურველში გახვევის მცდელობას წარმოადგენდა. დოქტრინის ერთ ერთი ძირითადი არგუმენტი მდგომარეობდა იმაში, რომ დსთ ის სივრცეში და მის ფარგლებს გარეთ რუსეთის ეკონომიკური და პოლიტიკური… …   Georgian encyclopedia

  • ბარტი როლანდ — შვეიცარელ ლინგვისტ ფერდინანდ სოსურის ნააზრევზე დაყრდნობით შეეცადა გამოევლინა კულტურული ფენომენის თვითნებური ხასიათი და ყოველდღიური ცხოვრების დაფარული მნიშვნელობები. ბარტს არ აინტერესებდა კარგის ცუდისგან გამორჩევა თანამედროვე მასკულტურაში, არამედ… …   Georgian encyclopedia

  • სამოქალაქო რელიგია — ტერმინი ჯერ კიდევ ჟან ჟაკ რუსომ გამოიყენა, ხოლო თანამედროვე ლექსიკაში ამერიკელმა სოციოლოგმა რობერტ ბელამ დაამკვიდრა. მან 1980 წელს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოცემული იყო მისი ადრეული ნაშრომით გამოწვეული დისკუსიის ერთგვარი ანალიზი. ის აღიარებს …   Georgian encyclopedia

  • კულტურული გლობალიზაცია — • მიზნად ისახავს რელიგიური, ეთნიკური, ეროვნული და კულტურული განსხვავებების წაშლას და ერთსახოვანი გლობალური კულტურის ფორმირებას. Source: კულტურათაშორისი კომუნიკაციები.№1, თბ, 2007 • დასავლური სამყაროს პირმშოა. გლობალური კულტურა და მასთან… …   Georgian encyclopedia

  • თავისუფლების იმპერია — თომას ჯეფერსონის სიტყვებით. მისი იდეოლოგია ეფუძნებოდა, და ეფუძნება ე.წ. „ცხადი მოწოდების“ (manifest destiny) იდეას, რომელიც განისაზღვრება როგორც „აშკარა და გარდაუვალი ბედი“. ამ იდეის შესაბამისად ამერიკას ევალება დემოკრატიის გავრცელება, როგორც… …   Georgian encyclopedia

  • მარქსიზმ-ლენინიზმი — მარქსისტული იდეოლოგიის გამგრძელებელი იყო ლენინი (საბჭოთა კავშირის რევოლუციური ლიდერი 1917 1924). იგი რადიკალური იყო თავის მიზნებში და რევოლუციონერი სტრატეგიაში. მის მიზანს წარმოადგენდა უკლასო კომუნისტური საზოგადოების შექმნა. ლენინი ამტკიცებდა,… …   Georgian encyclopedia

  • მარქსიზმი — თეორია ეფუძნება მეცხრამეტე საუკუნის გერმანელი ფილოსოფოსის და ეკონომისტის კარლ მარქსის მოსაზრებებს. მარქსიზმი ფუნდამენტურ წინააღმდეგობაშია ეკონომიკურ ლიბერალიზმთან რადგან ის ეკონომიკას განიხილავს არა როგორც დადებით ჯამოვან თამაშს არამერ როგორც… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»